დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ტესტების ჩაბარების დრო საქართველოში ნელ-ნელა უნდა დასრულდეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 11:00:03
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ტესტების ჩაბარების დრო საქართველოში ნელ-ნელა უნდა დასრულდეს.
აღნიშნული განცხადება დავით უსუფაშვილმა "ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხრიდან სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვესმის, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები მორიგი ჩასაბარებელი ტესტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტესტების ჩაბარების დრო საქართველოში ნელ-ნელა უნდა დასრულდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები და საარჩევნო კამპანია ვილნიუსის სამიტის წინ იყოს მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რა შეიცვალა საქართველოში და რატომ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს და განაცხადა, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის, რომლის ფარგლებშიც პარლამენტს დაეკისრება მნიშვნელოვანი როლი და ფუნქციები.
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე მსჯელობა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბალტიისპირეთისა და ცენტარალური ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
კონფერენცია, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია