დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქმიანობას შეუდგა
ავტორი:
2017/დეკემბერი/08 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/lomjaria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467449-sakhalkho-damcveli-nino-lomjaria-saqmianobas-sheudga.html", "headline": "სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქმიანობას შეუდგა", "datePublished": "2017-12-08 07:22:54", "dateModified": "2017-12-08 07:22:54", "description": "სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რეგიონული ოფისების საქმიანობის გაძლიერებას და აპარატისთვის ღირსეული ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/lomjaria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რეგიონული ოფისების საქმიანობის გაძლიერებას და აპარატისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელსაც ომბუდსმენის ოფისში დღეს დილით მივიდა და საქმიანობას შეუდგა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად, მისთვის პრიორიტეტი იქნება ასევე სოციალური და ეკონომიკური უფლებებიც.

„ვაპირებ, რომ განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა, ასევე ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. ასევე ვაპირებ, რომ ვიმუშავო, კიდევ უფრო გაძლიერდეს სახალხო დამცველის მუშაობა მათ შორის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან მიმართებით, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებისთვის, იქნება ასევე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ვაპირებ, რომ გავაძლიერო რეგიონული ოფისების საქმიანობა ასევე, თავად აპარატისთვის შევქმნა ღირსეული სამუშაო პირობები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიამ უჩა ნანუაშვილი შეცვალა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია