დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას შეიმუშავებს
ავტორი:
2017/დეკემბერი/04 17:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/evropa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466668-saqarthvelo-evrokavshirshi-gatsevrianebis-sagzao-rukas-sheimushavebs.html", "headline": "საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას შეიმუშავებს", "datePublished": "2017-12-04 12:48:17", "dateModified": "2017-12-04 12:48:17", "description": "საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას შეიმუშავებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/evropa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას შეიმუშავებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განუცხადა, ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და საკანონმდებლო ორგანო, თავის მხრივ, ჩართულობის მზადყოფნას გამოთქვამს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს გამიზნული აქვს ევროკავშირში ინტეგრაცია. ამისთვის კეთდება ყველაფერი, ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს. საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად აითვისა. შემდეგი ნაბიჯი უკვე ნამდვილად არის იმაზე ფიქრი, რომ რაღაც კოორდინებული გეგმა გვქონდეს თუ როგორ შეიძლება საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. ჯერ საჭიროა ამ საგზაო რუკის შემუშავება. ამაში უნდა ჩაერთოს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება და ასევე, მნიშვნელოვანი იქნება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა ამ პროცესში“, - განაცხადა ხულორდავამ და დასძინა, რომ საზოგადოებაში არის მოთხოვნა, მორიგი ნაბიჯი გადავდგათ და უფრო წინ წავიდეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ხულორდავა დარწმუნებულია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა და საფუძვლიანი საუბარი ახლო მომავალში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება „აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ევროკავშირის წევრობამდე" და მოუწოდეს მთავრობას, რომ საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება დაიწყოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია