დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის ინიციატივა ჩააგდო
ავტორი:
2017/დეკემბერი/02 10:00:03
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-17.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466318-parlamentma-partiebis-dafinansebis-tsesshi-cvlilebebis-gankhorcielebis-shesakheb-gia-zhorzholianisa-da-simon-nozadzis-iniciativa-chaagdo.html", "headline": "პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ გია ჟორჟოლიანისა და სიმო...", "datePublished": "2017-12-02 05:42:11", "dateModified": "2017-12-02 05:42:11", "description": "პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ გია ჟორჟოლიანისა და სიმო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-17.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო.

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტს 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა 4-მა დეპუტატმა მისცა. იმის გათვალისწინებით, რომ კვორუმი 76-დეპუტატის ხმა იყო, ორგანული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა.

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებდა პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსისა და საბიუჯეტო დაფინანსების მინიჭებას, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები საპარლამენტო ფრაქციას შექმნიან.

როგორც პროექტის ავტორმა და ინიციატორმა გია ჟორჟოლიანმა გუშინ გამართულ განხილვაზე განმარტა, გაუმართლებელია საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვება მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით.

”ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული პრინციპით, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე ტარდება, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მხოლოდ პროპორციული არჩევნების შედეგად მიღებული შედეგებით განისაზღვრება, თანაბარზომიერი მიდგომა იქნება თუ დაფინანსებას ის პარტიაც მიიღებს, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარული წესით, პარლამენტის წევრს ან წევრებს საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს და ცალკე ფრაქციას შექმნის”, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და შესაბამის საბიუჯეტო დაფინანსებას ”მრეწველთა” პარტია მიიღებდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია