დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ზაქარია ქუნაშვილთან ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ იმაზე, რაც მოხდა ზოგადად თიანეთში
ავტორი:
2017/ოქტომბერი/28 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460257-irakli-kobakhidze-zaqaria-qunashvilthan-erthad-davskhdebith-da-visaubrebth-imaze-rac-mokhda-zogadad-thianethshi.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ზაქარია ქუნაშვილთან ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ იმაზე, რაც მოხდა ზოგადად თიანეთ...", "datePublished": "2017-10-28 17:46:54", "dateModified": "2017-10-28 17:46:54", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის განცხადებები რაც საზოგადოებამ მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის განცხადებები რაც საზოგადოებამ მოისმინა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის მხრიდან „სასიამოვნო მოსასმენი“ არ იყო. როგორც ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მმართველი გუნდი აპირებს, რომ ზაქარია ქუცნაშვილთან ისაუბროს მის განცხადებებზე და ასევე თიანეთში არჩევნების დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

„ის რაც მოვისმინეთ სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ იყო. გუნდში ზოგადად ყველა საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ რაც მოგვწონს და არ მოგვწონს. ყველა საკითხზე გვექნება მსჯელობა, მათ შორის ზაქარია ქუნაშვილთან ერთადაც ბუნებრივია დავსხდებით და ვისაუბრებთ იმაზე, რაც მოხდა ზოგადად თიანეთში. მათ შორის, შეგვიძლია განვიხილოთ განცხადებები. თიანეთს რაც შეეხება ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი და მადლობა ღმერთს, საბოლო ჯამში, სამართლებრივად გადაწყდა ის დავა, რომელიც წარმოებდა. შესაძლოა, ეს არ იყო ჩვენთვის სასიამოვნო, იმიტომ რომ საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპირისპირო გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, თუმცა მთავარია, რომ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და სამართლებრივ ჭრილში გადაწყდა ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ასევე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომ წინა მოწვევის პარლამენტში მისი პირადი რეკომენდაციით შეირჩა თამაზ მეჭიაური თანამდებობაზე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2012 წელს მმართველი გუნდის სიის დაკომპლექტებაში ჩართული არ იყო და შესაბამისად, ამაზე საუბარი უჭირს.

„გარკვეული განცხადებები ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული. შესაბამის პროცესებში, სამწუხაროდ, მე, 2012 წელს არ ვიყავი ჩართული. ამიტომ კომენტარების გაკეთება გამიჭირდება, თუმცა შემიძლია, თავი დავდო იმაზე რაც ხდებოდა 2016 წელს სიის ფორმირებისას, „ქართულმა ოცნებამ“ სია ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე ჩამოაყალიბა“, - განაცხადა კობახიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია