დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
”ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს მიმართავს
ავტორი:
2017/დეკემბერი/01 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ratiani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466132-evropuli-saqarthvelo-ganathlebis-ministrs-mimarthavs.html", "headline": "”ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს მიმართავს", "datePublished": "2017-12-01 07:46:38", "dateModified": "2017-12-01 07:46:38", "description": "პარტია „ევროპული საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მიმართავს. როგორც...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ratiani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარტია „ევროპული საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მიმართავს. როგორც პარტიის წევრმა, სერგო რატიანმა აღნიშნა, მინისტრმა ყურადღება სამ ძირითად პრობლემაზე უნდა გაამახვილოს.

„ევროპული საქართველოს“ სახელით მივმართავ განათლების ახალ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს. განათლების სფეროში უამრავი პრობლემაა, რომელიც მისახედია, მაგრამ, აქ მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოს სამ ძირითად პრობლემაზე, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ გადახედვას. პირველი არის ის, რომ ჩვენ გვყავს 8 000 სერთიფიცირებული მასწავლებელი, რომელიც ვერ იღებს კუთვნილ ხელფასს იმის გამო, რომ მათი ხელფასები მიბმული არის საათობრივ ანაზღაურებაზე.

მეორე პრობლემა არის ის, რომ დღეს 45 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, შარშან იყო 38 000. შესაბამისად, უნდა გადაიხედოს გრანტების განაწილების წესი. 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ნაწილობრივ შეცვალა ეს წესი და ახლა არის არარაციონალური და უსამართლო განაწილების წესი. მნიშვნელოვანია, ამ წესის კორექტირება, ან ძველ წესზე დაბრუნება.

მესამე საკითხი ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - უმაღლესი სასწავლებელი, რომლებსაც უნდა მოეხსნათ მოგების გადასახადი, რადგან ისინი არიან ჩაყენებული არათანაბარ მდგომარეობაში კერძო სასწავლებლებთან მიმართებაში. ეს პრობლემები ნაცნობი არის განათლების მინისტრისთვის, ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი და უმაღლესი განათლების პრობლემები მისთვის ნაცნობია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხედვები უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. ჩვენ ველით მისგან პასუხს და მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია