დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი პრემიერისა და მთავრობის უფლებამოსილების შემცირების საკონსტიტუციო ინიციატივაზე მსჯელობს
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:31:04
პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს განიხილავს. პირველი მოსმენით სესიაზე ის საკონსტიტუციო ინიციატივა გადის, რომელიც პარლამენტთან მიმართებაში მთავრობის უფლებამოსილების შემცირებას ითვალისწინებს. საკითხის ინიციატორი პარლამენტის 82 წევრია.
კერძოდ, საუბარია იმ კონსტიტუციური მუხლების შეცვლაზე, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის. ეს პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლს ეხება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრისთვის იმ უფლებამოსილების ჩამორთმევას გეგმავს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს "მიაბას".
აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის, პარლამენტში ინიცირებული პროექტი კი, კონსტიტუციიდან მის ამოღებას ითვალისწინებს. ამავე პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ის ნორმაა, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციაში აღარ იარსებებდა.
ამავე ცვლილების გათვალისწინებით, მმართველი უმრავლესობა გამოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინიციატივით, რომლის თანახმად, თუ პარლამენტი ბიუჯეტს დროულად - ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღებს, ეს უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად ჩაითვლება, ხოლო თუ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ახალ მთავრობას ვერ შექმნის, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია