დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 21:30:02
საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან.
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ და უმეტესად, ეს არის აბსოლუტურად იგივე პრობლემები, რაც საქართველოს მთელ მოსახლეობას აქვს.
"ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა გამოიკვეთა, ეს არის სახელმწიფო ენის საკითხი. თანდათანობით იზრდება თაობა, რომელთა ნაწილმაც არ იცის ქართული ენა და ეს მათთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. მე მათ აღვუთქვი და ეს ჩემს პროგრამაშიც არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ ქართული ენა არის და იქნება საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანისათვის კომუნიკაციის ენა, სახელმწიფო ენა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა იცოდეს ქართული ენა, შეძლოს ამ ენით სარგებლობა და მაქსიმალურად ჩაერთოს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათი მხრიდან ამის სურვილი და მზაობა დიდია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1186
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია