დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კოვზანაძე - შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე არ უნდა გავრცელდეს
ავტორი:
2017/ნოემბერი/30 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kovzanadze_6447e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466033-irakli-kovzanadze-shromith-anazghaurebasthan-dakavshirebuli-kanoni-sakhelmtsifo-auditis-samsakhurze-ar-unda-gavrceldes.html", "headline": "ირაკლი კოვზანაძე - შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე არ უნდა...", "datePublished": "2017-11-30 16:38:01", "dateModified": "2017-11-30 16:38:01", "description": "დეპუტატ ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kovzanadze_6447e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დეპუტატ ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების წესს ცვლის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე არ უნდა გავრცელდეს.

როგორც კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონი წარმოდგენილი ფორმით ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 150-ზე მეტ აუდიტორს შეეხება და მათი ხელფასის ოდენობის მომენტალურად შემცირებას იწვევს.

”ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გენერალური აუდიტორის წერილი, რომელიც შემოსულია პარლამენტში. აუცილებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე გამონაკლისის გავრცელება. მით უმეტეს, რომ გამონაკლისი ვრცელდება მარეგულირებელ ორგანოებზე, ეროვნულ ბანკზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე, საერთო სასამართლოებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, პროკურატურაზე, მაუწყებელზე და ასე შემდეგ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და კონვენცია, რომელიც სახელმწიფო აუდიტთან დაკავშირებით მუშაობს, აღნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა აკონტოლებდეს და მართავდეს უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს, მათ ხელმისაწვდომობას კადრებთან და საფინანსო რესურსებთან. ამ კანონის ასეთი ამოქმედება მნიშვნელოვნად შეზღუდავს გენერალურ აუდიტორს და სახელმწიფო აუდიტის წვდომას რესურსებზე”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

აღნიშნულ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა, რომლის თქმით, ის გენერალურ აუდიტორს ესაუბრა, რომელსაც აქვს გასათვალისწინებელი არგუმენტები.

პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების წესი იცვლება.

აღნიშნულ ცვლილებებს ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტი განაპირობებს, რომელსაც დეპუტატებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა აცნობს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია