დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ფილიპ დიმიტროვი - ანტიდისკრიმინაციული კანონი გახსნის გზას ვიზის ლიბერალიზაციაზე პროცედურების დაწყებისთვის
ავტორი:
2014/მაისი/05 11:00:04
ანტიდისკრიმინაციული კანონი გახსნის გზას, რათა დაიწყოს პროცედურები ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფილიპ დიმიტროვი, გასულ კვირას, პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მიესალმა. მან ასევე ისაუბრა საქართველოს წარმატებებზე ევროინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ორ თვეში საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას და ქვეყანამ გააკეთა იმაზე ბევრად მეტი, რაც წარმოუდგენელი იყო, როდესაც ეს პროცესი იწყებოდა.
"10 წლის წინ, საქართველო, პრაქტიკულად არშემდგარი სახელმწიფო იყო და ახლა ის გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
მისივე თქმით, საქართველოს ასევე შეუძლია იამაყოს, რომ ახალგაზრდა თაობამ აჩვენა - ევროინტეგრაციის გზა არის მისი არჩეული კურსი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1290
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია