დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გელა ნიკოლეიშვილი - სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობას აპირებდნენ
ავტორი:
2017/ნოემბერი/27 23:30:02
../photo/2015_02/0-0NOEMB-2015/nikolaishvili-gvichianis-advokatebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465280-gela-nikoleishvili-sruliad-shesadzlebelia-rom-shahidis-qamrith-isini-khalkhmraval-adgilebshi-thvithmkvlelobas-apirebdnen.html", "headline": "გელა ნიკოლეიშვილი - სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობ...", "datePublished": "2017-11-27 19:20:03", "dateModified": "2017-11-27 19:20:03", "description": "სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობას აპირებდნენ, - ამი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0NOEMB-2015/nikolaishvili-gvichianis-advokatebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობას აპირებდნენ, - ამის შესახებ უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შაჰიდის ქამარი ადამიანმა, რომელიც სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევი იყო, გამოუვალ მდგომარეობაში გამოიყენა. „იარაღის ის არსენალი, რომელიც ამ სახლში აღმოჩნდა, ამასთანავე, ბრძლის ის მეთოდები, თავგანწირული, მრავალსაათიანი ბრძოლა და ასეთი წინააღმდეგობის გაწევა იმაზე მიუთითებს, რომ ისინი საბრძოლო გამოცდილებით იყვნენ. სამმა კაცმა 100 კაცს გაუწია თითქმის 20-საათიანი წინააღმდეგობა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ეს ადამიანები დასასვენებლად ან თუნდაც დასამალად არ იყვნენ აქ ჩამოსულები“, - აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა.

მას აინტერესებს რატომ არ ამბობს ხელისუფლება, რომ სამივე გარდაცვლილს აქვს ორი ხელი და ორი ფეხი - ოთხივე კიდური. „ეს საკითხი მოიხსნებოდა. სხეულის ის ფრაგმენტები, რაც ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიით, როგორც ჩანს, შაჰიდის ქამრის აფეთქების შედეგად დარჩა იმ პიროვნებისგან. გასაგები გახდა ჩემთვის, რატომ არ ამბობდა ამას ხელისუფლება. ძნელი გასარჩევია იმ ნაფლეთებად დარჩენილი სხეულიდან გაერჩიათ, ჰქონდა თუ არა ამ პიროვნებას ორი ხელი და ორი ფეხი. ერთი დეტალი არის ის, რომ პროტეზიანი ფეხის ნაწილი იყო შემორჩენილი და კიდევ სხვა ინფორმაციებიც, რომელიც მოდის უცხოური წყაროებიდან, ჩეჩნური დიასპორიდან, ISIS-სთან დაკავშირებული სხვა პირებიდან, რომ ის, სავარაუდოდ, უნდა იყოს აჰმედ ჩატაევი“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია