დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ცქიტიშვილი - ვფიქრობთ, ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის ახალ სტანდარტს შექმნის
ავტორი:
2017/ნოემბერი/27 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/cqitishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465279-dimitri-cqitishvili-vfiqrobth-nino-lomjaria-saqarthvelos-sakhalkho-damcvelis-akhal-standarts-sheqmnis.html", "headline": "დიმიტრი ცქიტიშვილი - ვფიქრობთ, ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის ახალ სტანდარტს შექმნის ", "datePublished": "2017-11-27 18:51:16", "dateModified": "2017-11-27 18:51:16", "description": "ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ძალიან კარგი სახალხო დამცველი, - ამის შ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/cqitishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ძალიან კარგი სახალხო დამცველი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს ლომჯარია აბსოლუტურად აკმაყოფილებს. „ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ძალიან კარგი სახალხო დამცველი, მათ შორის არის ნონო ლომჯარიაც, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, როგორც აუდიტის სამსახურში, ასევე არასამთავრობო სექტორში, მისი საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, მოურიდებელი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ ასაბუთებს, რომ ის ღირსეული კანდიდატია. იმ კრიტერიუმებში, რომელიც ჩვენ ჩვენ თავს დავუყენეთ, უმრავლესობამ, რომ კანდიდატი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი, არ ჰქონოდა არანაირი ბმა სახელისუფლებო პოლიტიკურ ჯგუფთან, ყოფილიყო მაქსიმალურად ობიექტური, ეს არის ის კრიტერიუმები, რაზეც უმრავლესობა შეთანხმდა და გვყავს კანდიდატი - ნინო ლომჯარია, რომელიც ვფიქრობთ ახალ სტანდარტს შექმნის საქართველოს სახალხო დამცველისას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ ლომჯარია კარგი იურისტია და „ის 5 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ომბუდმსმენი იქნება“.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია