დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთხი პოლიტიკური პარტია იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვს
ავტორი:
2018/ივნისი/12 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xelmowera_a68b9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498111-othkhi-politikuri-partia-iusticiis-ministris-gadadgomas-moithkhovs.html", "headline": "ოთხი პოლიტიკური პარტია იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვს", "datePublished": "2018-06-12 06:36:19", "dateModified": "2018-06-12 06:36:19", "description": "ოთხი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xelmowera_a68b9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოთხი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას კომპრომისისკენ მოუწოდებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელმომწერი პარტიები სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას და იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

“ჩვენ, 4 პოლიტიკური პარტია, გამოვხატავთ რა, საზოგადოების იმ ნაწილის განწყობას ვისაც მიაჩნია, რომ დაუშვებელია სახელმწიფოში მიმდინარე ყველა მოვლენა „ქართული ოცნების“ და მისივე სცენარით მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებული „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იყოს, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოების პროტესტი დღეს რეალურად ბევრად უფრო ფართო და მასშტაბურია, ვიდრე რუსთაველის გამზირზე გამართული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის აქცია! დაბეჯითებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს ადეკვატურობა შექმნილ ვითარებაში და დაუყოვნებლივ გადადგას შემდეგი ნაბიჯები: საქმე გამოძიებულ იქნას სრულყოფილად. ნახევარზომების გატარება და მეორეხარისხოვანი ფიგურანტების დაკავება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხებს. აუცილებელია, როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებლების, ასევე პროკურატურის თანამდებობის პირების დაკავება, რომლებიც დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საქმის გამოძიება წარმართოს საზოგადოების ნდობით აღჭურვილმა დამოუკიდებელმა ორგანომ და არა ბოკერიას საპარლამენტო კომისიამ ან შსს-მ, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სწორედ ამ საქმის ირგვლივ წამოჭრილ კითხვებზე;
ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების მანკიერი სისტემის რეალური და არა კოსმეტიკური ცვლილება. შოთაძის გადაყენება არის თამაში „ერთი ბარტყის გადაგდების“ პრინციპით და ეს თამაში ხელისუფლებას და ქვეყანასაც ახალ თავსატეხებს გაუჩენს. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაყენებულ იქნას იუსტიციის მინისტრი და ამ მანკიერი სისტემის შემქმნელი სხვა მაღალი თანამდებობის პირები,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი პარტიები არიან: „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „ქრისტიან-დემოკრატები“.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია