დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ესტონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზზე რუსეთის ქმედებებს გმობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 16:00:03
ესტონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ილვესმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან იურიე ლეინკასთან ერთად, ღვინის ფესტივალის გახსნისას განაცხადა.
"ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა", - აღნიშნა ილვესმა რუსეთის ქმედებების კომენტირებისას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაესწრო.
დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა მოლდოვას პრემიერ–მინისტრთან იურიე ლეანკასთან და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრთან ნატალია გერმანთან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1325
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია