დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალმიღებულ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი შესაძლოა შეიცვალოს
ავტორი:
2017/ნოემბერი/27 16:30:01
../photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/parlamenti2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465222-akhalmighebul-konstituciashi-prezidentis-arapirdapiri-tsesith-archevis-sakithkhi-shesadzloa-sheicvalos.html", "headline": "ახალმიღებულ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი შესაძლოა შეიცვალოს", "datePublished": "2017-11-27 12:31:08", "dateModified": "2017-11-27 12:31:08", "description": "ახალმიღებულ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი შესაძლოა ჩასწორდეს. “ინტერპ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/parlamenti2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ახალმიღებულ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი შესაძლოა ჩასწორდეს. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში განიხილება საკითხი, რომ პრეზიდენტი არა საარჩევნო კოლეგიამ, არამედ მხოლოდ პარლამენტმა აირჩიოს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, კონსტიტუციის 50-ე მუხლში შესაბამისი შესწორების შეტანის საკითხი უკვე გუნდში განხილვის საგანია და მოსალოდნელია, რომ სათანადო ცვლილებები იმ პროექტში აისახება, რომელზეც საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს 300 ხმოსნისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. საარჩევნო კოლეგია შედგება პარლამენტის, აჭარისა და აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრით და ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებით.

საარჩევნო კოლეგიასთან მიმართებით კრიტიკული მოსაზრება დღეს ღიად დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების წესი ახალი კონსტიტუციის თანახმად, სამართლებრივად ხარვეზიანია. კობახიძე ემხრობა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს.

”ეს წესი კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ იყო ინიცირებული. წესი არის აღებული გერმანული, იტალიური მოდელებიდან და ეს მოდელები არის მსგავსი და არა ანალოგიური. იქ სადაც ეს წესი მოქმედებს, რეგიონი არის პოლიტიკური დონე. ჩვენ შემთხვევაში რეგიონები, როგორც პოლიტიკური ერთეულები, ჩამოყალიბებული არ არის, გარდა ორი შემთხვევისა - ეს არის ორი ავტონომიური რესპუბლიკა. თვითმმართველობას რაც შეეხება, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ადმინისტრაციული მმართველობის დონე. შესაბამისად, ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური არჩევნებისთვის იურიდიულ პრინციპებთან მთლად თავსებადი არ არის. მოცემულობა არის ასეთი: მე საპარლამენტო წესს ბოლომდე ვემხრობი. მიმაჩნია, რომ იურიდიულად ხარვეზიანია ის პროცედურა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. აჭარის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი ავტომატურად მონაწილეობს არჩევნებში და იქ კითხვა ისმება მონაწილეობს თუ არა თვითმმართველობა. ორივე პასუხი პრობლემურია. თუ მონაწილეობს თვითმმართველობა, ჩნდება დისბალანსი და თუ არ მონაწილეობს, მაშინ კითხვა ისმება თუ რა დააშავა ხულოს მუნიციპალიტეტმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან მიმართებაში. მთავარი საკითხი არის მაინც ის, რომ ჩვენ ადმინისტრაციული წესით არჩევნებს ვიყენებთ პოლიტიკური არჩევნებისთვის. აკადემიურ წრეებთან განხილვისასაც დაისვა ეს საკითხი”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ნეგატიური პოლიტიკური ეფექტი უკვე სახეზეა.

”როდესაც ჩვენ გავმართეთ საყოველთაო-სახალხო განხილვა, გამოჩნდა, რომ ოპონენტებს მთლიანად სისტემის გაკრიტიკების საშუალება მივეცით. საუბარი იყო, რომ ვიღაც 300 კაცი ირჩევს პრეზიდენტს. ახლა ეს პრობლემა ნაკლებად არის, ვიდრე დღის წესრიგში არ დადგება უშუალოდ პრეზიდენტის არჩევა. კრიტიკა არის ძირითადად თვითმმართველობასთან თუ რატომ არიან ისინი ჩართული ამ პროცესში, რომელიც ადმინისტრაციული დონეა. დილემა არის ასეთი, რომ მაქსიმალურად ვერიდებით ცვლილებების შეტანას უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, თუმცა მეორე მხარეს დგას პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ინტერესი და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არავის დავუტოვოთ იმის საბაბი, რომ პრეზიდენტი არჩეულია გაუგებარი ინსტიტუტის მიერ. საპარლამენტო წესი არის კითხვის ნიშნების გარეშე, პროპორციებიც არის შესაბამისად დაცული, ამიტომ შეგვიძლია განვავრცოთ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია