დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
7 ოქტომბერს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 14:00:02
7 ოტომბერს, ვილნიუსის სამიტამდე ორი თვით ადრე, საქართველო საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას უმასპინძლებს , რომლის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე მსჯელობა.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება: საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და პარლამენტის როლი ევროკავშირთან დაახლოების საკითხებში.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ლიტვის სეიმის სპიკერი ლორეტა გრაუჟინიენე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია