დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი იყო ზედმეტად პოლიტიზებული, დღეს კი საშუალება გვაქვს აკადემიური ფორმით ვისაუბროთ ცვლილებებზე
ავტორი:
2017/ნოემბერი/24 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464720-irakli-kobakhidze-sakonstitucio-reformasthan-dakavshirebuli-procesi-iyo-zedmetad-politizebuli-dghes-ki-sashualeba-gvaqvs-akademiuri-formith-visaubroth-cvlilebebze.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი იყო ზედმეტად პოლიტიზებული, დღეს კი...", "datePublished": "2017-11-24 09:34:51", "dateModified": "2017-11-24 09:34:51", "description": "თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. განხილვა პარლამენტის პლე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. განხილვა პარლამენტის პლენარულ დარბაზში მიმდინარეობს და მას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან.

”ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, აქ წარმოდგენილი ხართ წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ აკადემიური ფორმით ვისაუბროთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც ქმნის სამართლებრივ ფუნდამენტს ჩვენი მმართველობისა და სახელმწიფო სისტემისთვის და ბუნებრივია, კონსტიტუციასთან დაკავშირებით ფართო დისკუსიის წარმართვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანისთვის. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი იყო ზედმეტად პოლიტიზებული და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ დარჩა სივრცე იმისათვის, რომ ჩვენ აკადემიური ტიპის განხილვები მოგვეწყო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს უკვე იმის საშუალება გვაქვს, რომ ერთიანად განვიხილოთ რეფორმა, რომელიც განხორციელდა საქართველოში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შეკრებილ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივად აცნობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია