დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ OSCE/ODIHR-ის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ავტორი:
2017/ნოემბერი/17 21:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze_7d5ce.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463668-mikheil-janelidzem-osceodihr-is-damkvirvebeltha-misiis-khelmdzghvanelthan-gamosamshvidobebeli-shekhvedra-gamartha.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ OSCE/ODIHR-ის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამა...", "datePublished": "2017-11-17 17:29:17", "dateModified": "2017-11-17 17:29:17", "description": "ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze_7d5ce.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელთან, კორინ იონკერთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ს არჩევნებზე დამკვირვებელთა მოვლინებისთვის და ხაზი გაუსვა აღნიშნულ ინსტიტუტთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივ არჩევნებსა და ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, ხოლო ფუნდამენტური უფლებები მთელი ამ პროცესის განმავლობაში ძირითადად - დაცული.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისია ქვეყანაში საქართველოს მთავრობის მოწვევით იმყოფებოდა. მისია 2017 წლის 13 სექტემბერს შეუდგა მუშაობას და მონიტორინგი გაუწია წინასაარჩევნო პროცესს, აგრეთვე, არჩევნების პირველი და მეორე ტურის მიმდინარეობას.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია