დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული
ავტორი:
2014/მარტი/03 19:30:03
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრით, რეალურად უნდა ჩამოყალიბდეს, სწორი, მკვეთრი და ნათელი გზავნილი, როდესაც ერთი ქვეყნის ხელისუფლება მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილებას ახორციელებს.
როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "სუბიექტურ აზრში" სტუმრობისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული და ყველა ის პრობლემა, რომელიც ახლა უკრაინაში არსებობს, პოლიტიკური გზით და საერთაშორისო თანამეგობრობის რაც შეიძლება უფრო აქტიური ჩართულობით მოგვარდეს.
"დასავლეთი ძალიან თანმიმდევრულად, შეიძლება არა მთლად სწრაფად, მაგრამ თანმიმდევრულად აყალიბებს თავის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მე მარტო ყირიმს არ გამოვყოფდი, რადგან პრობლემა არ არის მხოლოდ ყირიმში. პრობლემა არის იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს, ძალიან სწორი, მკვეთრი, ნათელი გზავნილი იმასთან მიმართებაში, როდესაც ერთი ქვეყნის ხელისუფლება ამა თუ იმ მიზეზით მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილებას ახორციელებს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევა და სისხლისღვრა შეჩერდება, რაც უკვე იყო.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1138
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია