დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ
ავტორი:
2017/ნოემბერი/17 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xelmowera_a68b9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463590-arasamthavrobo-organizaciebi-sakhalkho-damcvelis-misamarthith-gamothqmul-kritikul-ganckhadebebthan-dakavshirebith-sheshfothebas-gamothqvamen.html", "headline": "არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირე...", "datePublished": "2017-11-17 11:39:47", "dateModified": "2017-11-17 11:39:47", "description": "არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xelmowera_a68b9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ და ამავდროულად, თვით ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის - მაღალი თანამდებობის პირები, - ამის შესახებ განცხადებას 11 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული განცხადებები, ძირითადად, უკავშირდება სახალხო დამცველის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ მონიტორინგის შედეგებს ე. წ. ციანიდის საქმეზე.

„დოკუმენტში, რომელიც საქმის გამოძიების მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესის მონიტორინგის შემდგომ მომზადდა, სახალხო დამცველმა სერიოზულ პროცესუალურ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.

მონიტორინგის დასკვნაში სახალხო დამცველი ეხმაურება ყველა იმ არსებით დარღვევას, რასაც როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავდნენ და უარყოფითად აფასებდნენ. კერძოდ, დასკვნაში კრიტიკულად შეფასებულია: ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ადვოკატებისთვის დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა ე.წ. გაუთქმელობის ხელწერილის საშუალებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა და ა.შ.

სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს მეორე დღესვე საჯარო განცხადებით გამოეხმაურა ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორი, რომლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში უკვე ჩანდა აგრესიული გამონათქვამები სახალხო დამცველის მისამართით. მალევე პოლიტიკური შინაარსის განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადაც შეურაცხმყოფელ კონტექსტში სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის ამოწურვაზეც არის საუბარი. მიმდინარე პოლიტიკურ კამპანიას შეუერთდა იუსტიციის მინისტრი უსამართლო რეპლიკით, რომ უჩა ნანუაშვილი არის „პირველი უსამართლო ომბუდსმენი“.

ამ პროცესში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება, საიდანაც ისე ჩანს, რომ სასამართლოს ან წარმოდგენა არა აქვს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ან ეს წარმოდგენა ემყარება პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო აკრიტიკებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რითაც ხელს უწყობენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაკნინებას და დისკრედიტაციას, განსაკუთრებით - საერთაშორისო საზოგადოების თვალში“, - აღნიშნულია 11 არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „მედიის განვითარების ფონდის“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, კავშირ „საფარის“, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ და სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია