დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ტალიაშვილი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას უხელმძღვანელებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/15 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/taliashvili.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463182-thamar-taliashvili-thbilisis-sakrebulos-ganathlebisa-da-kulturis-komisias-ukhelmdzghvanelebs.html", "headline": "თამარ ტალიაშვილი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას უხელმძღვანელებს", "datePublished": "2017-11-15 13:49:34", "dateModified": "2017-11-15 13:49:34", "description": "თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას კვლავ თამარ ტალიაშვილი უხელმძღვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/taliashvili.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას კვლავ თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს მეორე სხდომაზე მიიღეს, რომელზეც კომისიის თავმჯდომარეები და ფრაქციის ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე აირჩიეს.

”გასული სამი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ თამარ ტალიაშვილის ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა, მათ შორის აღსანიშნავია თბილისში სკოლამდელი განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის მიერ უპრეცედენტოდ წარმატებულ რეფორმადაა შეფასებული.

ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უწყვეტი განათლების სისტემის, სახელოვნებო განათლების, ინკლუზიური განათლების, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების, ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარების კუთხით.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების განახლებული გუნდი კახი კალაძის ხელმძღვანელობით დედაქალაქში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს და ერთ-ერთი მიმართულება, რა თქმა უნდა, განათლება და კულტურა იქნება”, - ნათქვამია საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

თამარ ტალიაშვილმა კოლეგებსა და გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია