დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან კობერიძე - ჩემდა გასაკვირად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა რატომღაც ჩათვალა, რომ უმრავლესობის წევრებს აქვთ საზოგადებრივი მაუწყებლის დაკნინების სურვილი
ავტორი:
2017/ნოემბერი/15 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/koberidze-levan.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463140-levan-koberidze-chemda-gasakvirad-sazogadoebrivi-mautsyeblis-menejmentma-ratomghac-chathvala-rom-umravlesobis-tsevrebs-aqvth-sazogadebrivi-mautsyeblis-dakninebis-survili.html", "headline": "ლევან კობერიძე - ჩემდა გასაკვირად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა რატომღაც ჩათვალა, რომ უმრავ...", "datePublished": "2017-11-15 11:35:09", "dateModified": "2017-11-15 11:35:09", "description": "ჩემდა გასაკვირად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა რატომღაც ჩათვალა, რომ უმრავლესობის წევრებს ა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/koberidze-levan.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩემდა გასაკვირად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა რატომღაც ჩათვალა, რომ უმრავლესობის წევრებს აქვთ საზოგადებრივი მაუწყებლის დაკნინების, მისი დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირების სურვილი, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

კობერიძემ განმარტებები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის გუშინდელ სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ”მაუწყებლის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გახილვა კამათისა და დებატების ფონზე წარიმართა.

კობერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი და კომიტეტები იმისთვის არსებობს, რომ ღიად დაისვას კითხვები და კითხვებს გაეცეს პასუხი.

”გამოსვლა მინდა დავიწყო ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, ყველა ტექნიკური პერსონალისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა და მუშაობს და სხვადასხვა პოლიტიკური ქარტეხილების მიუხედავად, თავის საქმეს ერთგულად ემსახურება, სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ კიდევ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გვექნება და რომელიც აუცილებლად იქნება ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი და ხალხის და საზოგადოებრის სამსახურში. როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებლთან დაკავშირებით რეფორმა დაიწყო, რასაც მივესალმები, ეს არის ის გზა, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებელი საბოლოო ჯამში უნდა გახადოს ისეთი, როგორიც არის დაკვეთა საზოგადოების მხრიდან და შეიძინოს სრულყოფილად ის ფუნქცია, რომელსაც მისგან ყველა ელოდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, რომ ეს თემა არის ღია მსჯელობის საგანი. ძალიან ბევრი სხვადასხვა კითხვა ისმის, ისმის მოსაზრებები. ეს არის ის თემა, რომელზეც პარლამენტმა, მათ შორის უმრავლესობის წევრებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ღია მსჯელობას იმისათვის, რომ არავის დარჩეს კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობას და სიძლიერესთან მიმართებაში. ამ ჭრილში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე იყო კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. კომიტეტის ხედვა არის ის პრინციპები, რაც ჩამოვთვალე. იმისათვის, რომ ეს პრინციპები მაქსიმალურად იყოს მიღწეული, მსჯელობის დროს დაისვა განსხვავებული კითხვები. ჩემდა გასაკვირად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა რატომღაც ჩათვალა, მიიღო და იმდაგვარად წარმოაჩინა, რომ კომიტეტის უმრავლესობის წევრებს აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკნინების, მისი დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირების სურვილი. საკითხები იყო ჩვეულებრივი, მიმდინარე, ეხებოდა თემას - დაემატოს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის განთავსების უფლება, საკითხი ეხებოდა იმას, იყოს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპების დამფინანსებელი, საუბარი იყოს ბორდისა და მენეჯმენტის უფლებამოსილებებზე ანუ ეს იყო ის ჯანსაღი პროცესი, რომელიც პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. მენეჯმენტის მიერ გაკეთებულ ინტერპრეტაციებს ვუწოდებდი ან შეცდომას ან ბოლომდე არმოსმენას”, - განაცხადა კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია