დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯონ მაკკეინი - მმართველობის გადაცემაში ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იგულისხმება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 21:00:02
მმართველობის გადაცემაში ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იგულისხმება, - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამერიკელმი სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება, მოხდება დაკავებები, მათ შორის მისი.
"არჩევნები, რომელიც საქართველოში გასულ წელს ჩატარდა, თავისუფალი და სამართლიანი იყო. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის რუსეთისკენ იხრება, ასევე, არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება, დაიწყება დაკავებები, მათ შორის არსებობს შიში, რომ დაპატიმრებული იქნება სააკაშვილიც. მმართველობის გადაცემაში ეს არ იგულისხმება", - აღნიშნა მაკკეინმა.
ამასთან, "რესპუბლიკელი" სენატორის შეფასებით, ქვეყანაში ვითარება ჯერ კიდევ მყიფეა. "ვითარება ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, მაგრამ არ ვუკარნახოთ. დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია", - აღნიშნა სენატორმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია