დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ავსტრიაში გაერო-ს ქალთა გილდიის საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ავტორი:
2014/დეკემბერი/08 17:00:03
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ და ეუთო-სა და ვენაში განთავსებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ გაერო-ს ქალთა გილდიის საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ქალთა გილდია მთელი წლის განმავლობაში შეგროვილი შემოწირულობითა და აღნიშნული ფესტივალიდან შემოსული თანხით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქველმოქმედო პროექტებს აფინანსებს.
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში გაერო-ს ქალთა გილდიაში 2010 წელს გაწევრიანდა და საქველმოქმედო გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდის მოწყობაში ყოველწლიურად მონაწილეობას.
ქართულ სტენდზე წელს თექის ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები და ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი და დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა. ქართული ხელნაკეთი პროდუქციის გარდა, სტუმრებს აინტერესებდათ, თუ სად შეეძლოთ ქართული ღვინისა და საკვები პროდუქტების შეძენა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია