დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე მოლდოვის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 20:30:03
მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვის პრეზიდენტს ნიკოლაე ტიმოფტის და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ კორმანს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძემ და ნიკოლაე ტიმოფტიმ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი მიმოიხილეს, ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, აღნიშნეს ორ ხალხს შორის კულტურული კავშირების განმტკიცების მნიშვნელობა.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის პროცესებს და ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას. მაია ფანჯიკიძემ მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან, იგორ კორმანთან ისაუბრა ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელი პერიოდის შესახებ და ვილნიუსის სამიტის შემდგომ პერსპექტივებზე ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე აქტიური ურთიერთქმედება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, მაია ფანჯიკიძემ და იგორ კორმანმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზეც იმსჯელეს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს.
მაია ფანჯიკიძის ვიზიტი მოლდოვაში დღეს დაიწყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე გამოვიდა სიტყვით "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების" მე-5 ფორუმზე. დღესვე გაიმართა სამუშაო ლანჩი საქართველოს, მოლდოვას და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. 5 ოქტომბერს ფანჯიკიძის ოფიციალური შეხვედრები მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან იურიე ლეანკასთან და საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან ნატალია გერმანთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია