დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ლომია - თუ ასეთი მონსტრია რუსეთი და ვერ ვუმკლავდებით, რაღაზე ვაღიზიანებთ?!
ავტორი:
2018/მარტი/06 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/lomia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481677-giorgi-lomia-thu-asethi-monstria-rusethi-da-ver-vumklavdebith-raghaze-vaghizianebth.html", "headline": "გიორგი ლომია - თუ ასეთი მონსტრია რუსეთი და ვერ ვუმკლავდებით, რაღაზე ვაღიზიანებთ?!", "datePublished": "2018-03-06 13:41:49", "dateModified": "2018-03-06 13:41:49", "description": "რეზოლუცია თუ პოზიტიურ შედეგს არ გამოიღებს, რა აზრის აქვს მის მიღებას?!, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/lomia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რეზოლუცია თუ პოზიტიურ შედეგს არ გამოიღებს, რა აზრის აქვს მის მიღებას?!, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავენ.

როგორც გიორგი ლომიამ აღნიშნა, ნებისმიერ რეზოლუციას, ნებისმიერი სანქციას მხარს დაუჭერს, თუ მას რაღაც რეალური შედეგი მოჰყვება, მაგრამ მას არასწორად მიაჩნია ისეთი რეზოლუციის მიღება, „რომელიც არაფერი პოზიტიურის მომტანი არ არის“.

„მე იმის მომხრე ვარ, რომ ჩვენ რეალური გამოსავალი მოვძებნოთ. ჩვენგან მოსახლეობა ელოდება, რომ მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას და მსგავსი ფაქტები - ადამიანის გატაცების, მოკვლის და ა.შ. ბოლოსდაბოლოს შეწყდება და აღარ განმეორდება. თუ ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ, მაგრამ რეზლოუციის შედეგად მსგავსი ფაქტი მაინც გაგრძელდება, მაშინ მითხარით, რა აზრი აქვს საერთოდ რეზოლუციის მიღებას?! დავუშვათ, ჩვენ გამოვაქვეყნებთ გვარებს, ვინც იღებდა მონაწილეობას გატაცებაში, მკვლელობაში და ა.შ. შეცვლიან პასპორტს, ისევ გავლენ უცხოეთში, ან საერთოდ არ გავლენ უცხოეთში, შეიძლება ამისთვის ჯილდოც კი მიიღონ. ჩვენ არ ვიცით ამას ვინ ჩადის. ვფიქრობ, რომ ამას ჩადის დესტრუქციული ძალა როგორც ოსეთის ტერიტორიაზე, ასევე მოსკოვში, ასევე საქართველოში. უამრავი, გინდა პოლიტიკური, გინდა არასამთავრობო დესტრუქციული ძალა არის შექმნილი, რომელსაც არ აწყობს, რომ ურთიერთობა აღდგეს ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის, თუნდაც ჩვენსა და რუსებს შორის. არის ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ამ დადებით პროცესს. ბუნებრივია, რომ უარყოფითი პროპაგანდით, ასეთი ფაქტების მოჭიდებით ცდილობენ, გააბუქონ, გაახმაურონ და პოლიტიკური ქულები დაიწერონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ღიზიანდება რუსეთი, რომელსაც ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ თუნდაც ნატოსთან დაკავშირებით პირდაპირ გვითხრეს, რომ ნატო-ში გაწევრიანება შეიძლება ვიფიქროთ მაშინ, თუ მე-5 მუხლს ჩვენ გვერდით გავწევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გამო არავინ აპირებს რუსეთთან ბრძოლაში შევიდეს. ეს გასაგები უნდა იყოს ჩვენთვის. თუ ასეთი მონსტრია და ვერ ვუმკლავდებით ჩვენ, რაღაზე ვაღიზიანებთ?! როდესაც ომი დაიწყო დიოგენე თავის დროზე თავის კასრს აგორავებდა იქით-აქეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა არაფერი შეეძლო, ანალოგიური სიტუაციაა. ბოლო პერიოდში რა სანქციებიც დაუწესეს რუსეთს, 4-ნახევარი პროცენტით რუსეთის აგრარული სფერო გაძლიერდა, ანუ რუსეთი კი არ სუსტდება, ძლიერდება, ჩვენ რუსეთის გაძლიერებაზე ვზრუნავთ? ასე გამოდის, ამ სანქციებით. რეზოლუცია თუ პოზიტიურ შედეგს არ გამოიღებს, რა აზრის აქვს ამ რეზოლუციის მიღებას?!“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია