დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება სამინისტროების მექანიკურ გაერთიანებას თუ არ მოხდება ხარჯების მასიურად შემცირება
ავტორი:
2017/ნოემბერი/13 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/bokeria-giga.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462700-giga-bokeria-aranairi-dadebithi-efeqti-ar-eqneba-saministroebis-meqanikur-gaerthianebas-thu-ar-mokhdeba-kharjebis-masiurad-shemcireba.html", "headline": "გიგა ბოკერია - არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება სამინისტროების მექანიკურ გაერთიანებას თუ არ მოხდებ...", "datePublished": "2017-11-13 10:40:29", "dateModified": "2017-11-13 10:40:29", "description": "რამდენიმე კვირის წინ სამთავრობო გუნდი კბილებით იცავდა ბიუჯეტს, სადაც ჩვენ ხარჯების შემცირებას ვითხოვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/bokeria-giga.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რამდენიმე კვირის წინ სამთავრობო გუნდი კბილებით იცავდა ბიუჯეტს, სადაც ჩვენ ხარჯების შემცირებას ვითხოვდით - ახლა მათ უნდა შემოგვთავაზონ რამდენით ამცირებენ ბიუჯეტს და რაც მთავარია, ეს შემცირება რას მოხმარდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, რათა ტვირთი შეუმსუბუქდეს თითოეულ მოქალაქეს და ბიზნესს.
გიგა ბოკერიას განმარტებით, არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება სამინისტროების მექანიკურ გაერთიანებას თუ არ მოხდება ხარჯების მასიურად შემცირება.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ის ფული, რომელსაც მთავრობა იღებს ეკონომიკიდან და ხარჯავს საკუთარ ბიუროკრატიაზე, პარტიულ ახლობლებზე და ნათესავებზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ია. მთავრობა მილიარდზე მეტს იღებეს ეკონომიკიდან, რომელიც ნელა იზრდება, სიღარიბე იმატებს, ამიტომ ამ ცვლილებებში მხოლოდ ხარჯების შემცირებას ექნება მნიშვნელობა.

რამდენიმე კვირის წინ სამთავრობო გუნდი კბილებით იცავდა ბიუჯეტს, სადაც ჩვენ ხარჯების შემცირებას ვითხოვდით. ახლა მათ უნდა შემოგვთავაზონ რამდენით ამცირებენ ბიუჯეტს და რაც მთავარია, ეს შემცირება რას მოხმარდება. ჩვენი მყარი პოზიციაა, მოხდეს გადასახადების დაწევა, რომ შეუმსუბუქდეს ტვირთი თითოეულ მოქალაქეს და ყველა ბიზნესს, რათა ეკონომიკამ რეალურად დაძრას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმე. მეორე არის პენსიის და სოციალური დახმარების ზრდა ყველაზე უფრო გაჭირვებული ჯგუფებისთვის, სადაც უმძიმესი ვითარებაა. ამ ხალხისთვის არ გაუმჯობესებულა ვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თითქმის 10%-ით გაზარდეს ბიუროკრატია და სსიპ-ებში, რომლებიც სოკოებივით გამრავლდა, კიდე უფრო მეტად გაზარდეს საკუთარი ახლობლების და პარტიული აქტივის დასაქმება. ცვლილებები ამ ბიუროკრატიულ ხარჯებს უნდა შეეხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მორიგი პოპულისტური ნაბიჯი. ჩვენ სულ რამდენიმე კვირაში უნდა ვნახოთ საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით სამთავრობო გუნდის შეცვლილი პოზიცია. ეს არის მოლოდინი, ჩვენი მოთხოვნა და რაც სჭირდება ქვეყანას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





თემა: ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია