დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაალ უდუმაშვილი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გეგმავს
ავტორი:
2017/აგვისტო/30 12:30:02
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გეგმავს, დაზოგილი თანხების გადანაწილებას კი სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე აპირებს.

როგორც უდუმაშვილმა თბილისის მერიის შენობის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის 235 მილიონი ლარი დახარჯა.

”თბილისის მერია ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს საკუთარ თავზე. სამ წელიწადში დახარჯულია 235 მილიონი მერიის თანამშრომლების კეთილდღეობაზე. აქედან 137 მილიონი არის ხელფასები, პრემიები და დანამატები. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ 100 მილიონ ლარზე მეტ თანხას მხოლოდ ბიუროკრატიის შემცირებით დავზოგავ. ეს თანხები მთლიანად სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე გადანაწილდება”, - განაცხადა უდუმაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია