დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია - დიპლომატები ნამდვილად არ ელოდებოდნენ ისეთ სიტუაციას, რაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებთან დახვდათ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 18:30:03
დიპლომატები ნამდვილად არ ელოდებოდნენ ისეთ სიტუაციას, რაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებთან დახვდათ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ სოფელ დვანში ყოფნისას განაცხადა.
მისი თქმით, ელჩები იყვნენ ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა ამ სოფლებში და თავად მოინდომეს საკუთარი თვალით ენახათ არსებული მდგომარეობა, რათა უფრო აქტიური იყოს მათი მხრიდან რეაგირება და მათი მხარდაჭერით მოგვარდეს არსებული პრობლემები. ნარმანიას განცხადებით, ისაუბრეს იმ საჭიროებებზე, რომლებიც ამ ადამიანებს აწუხებთ და რომლებიც შეიძლება ერთობლივად მოგვარდეს.
რაც შეეხება მთავრობას, მინისტრის თქმით, მთავრობა ამ მოსახლეობას უკვე ეხმარება. ნარმანის ცნობით, ოცდათვრამეტივე სოფელზე, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეა, უკვე არსებობს კონკრეტული ინფორმაციები, თუ რა პრობლემები აწუხებთ მათ და ნაწილი ამ პრობლემების მოგვარებულია. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს წყალსადენების სისტემის მოწესრიგების სამუშაოები. ათ სოფელში წლის ბოლომდე ამბულატორიები გაიხსნება.
"ყველაზე გადაუდებელი, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შეშით უზრუნველყოფაა", - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
რაც შეეხება დვანის მოსახლეობას, მათ მთავრობის წევრებთან და დიპლომატებთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტები, რადგან მსგავსი შეხვედრების შემდეგ ისინი იმედიანად არიან. მთავრობის წარმომადგენლებმა მათ პირობა მისცეს, რომ მათთან უფრო ხშირად ჩავლენ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საოკუპაციო ზოლთან მდებარე სამ სოფელში ხურვალეთში, დიცსა და დვანში იმყოფებოდნენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია