დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი არ მოუხსნეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 15:02:02
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ დგვარელმა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გიორგი ჩივიაშვილი და ოთარ კახიანი ვანო მერაბიშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით,  მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არაუფლებამოსილმა პირმა დაიწყო, ხოლო რადგან საქმეზე საგამოძიებო სამუშაოები დასრულებული იყო, ბრალდებულები მოწმეებზე ზეგავლენას ვერ მოახდენდნენ და ვერც ნივთიერ მტკიცებულებებს გაანადგურებდნენ. „მოიკითხეთ რამდენჯერ არის დაჯარიმებული ვანო მერაბიშვილი მას შემდეგ, რაც პრემიერი აღარ არის და სამთავრობო ესკორტით აღარ გადაადგილდება. მაგ ლოგიკით შეიძლება თქვენ სასჯელაღსრულების მინისტრიც გაათავისუფლოთ იქიდან.  3 669 მოწმეზე ზეგავლენა რომ მოვახდინოთ და ყველა ერთად ვნახოთ, 200 კაციანი სპეცნაზი მაინც დაგვჭირდება,“ - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ძირითადი სხდომა 7 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.   
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია