დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორ დოლიძე და კახა კახიშვილი მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ
ავტორი:
2017/ნოემბერი/12 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dolidze2_79ba6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462539-viqtor-dolidze-da-kakha-kakhishvili-ministris-postebs-sheinarchuneben.html", "headline": "ვიქტორ დოლიძე და კახა კახიშვილი მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ ", "datePublished": "2017-11-12 15:32:46", "dateModified": "2017-11-12 15:32:46", "description": "ორი სამთავრობო უწყება - სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dolidze2_79ba6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ორი სამთავრობო უწყება - სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ.

თავდაპირველი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმებოდა, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებდა, კახა კახიშვილი კი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო, რომლის შექმნაც მთავრობას დაანონსებული აქვს.

გარდა ამისა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უქმდებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა გადასულიყო.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია