დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მედიას „მეორე ტურის გაყალბების სქემა“ გააცნო
ავტორი:
2017/ნოემბერი/11 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/sharashenidzekote.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/regioni/462403-ozurgethis-merobis-damoukidebelma-kandidatma-konstantine-sharashenidzem-medias-meore-turis-gayalbebis-sqema-gaacno.html", "headline": "ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მედიას „მეორე ტურის გაყალბების ს...", "datePublished": "2017-11-11 13:13:47", "dateModified": "2017-11-11 13:13:47", "description": "ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მედიას „ოზურგეთში არჩევნების მეო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/sharashenidzekote.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მედიას „ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურის გაყალბების სქემა“ გააცნო. როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, გეგმა 31 პუნქტიანია და ხელისუფლება მასში ადმინისტრაციული რესურსის, პოლიციისა და სუს-ის გამოყენებას აპირებს. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ შემუშავებული სქემის თანახმად, მისმა კონკურენტმა, ბეგლარ სიორიძემ მცირე სხვაობით უნდა გაიმარჯვოს.

„ჩვენ მოვიპოვეთ სქემა, რომლის მიხედვით აპირებენ არჩევნების გაყალბებას და ყველას ვთხოვ ამ პროცესებს დააკვირდეს. არჩევნების დღისთვის მობილიზებულია 300 ადამიანი, რომელთაგანაც უმეტესობა იმუშავებს საარჩევნო უბნებთან, ამომრჩევლის დასაშინებლად. თითო უბანთან იქნება 5 ადამიანი, რომელთა უმეტესობა სუს-ის და შსს-ს თანამშრომელი იქნება. დანარჩენი 125 ადამიანი საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები არიან“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, ყველა იმ უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დიდი სხვაობით დამარცხდა, გამარჯვება კვლავ მას დარჩება.

„ასევე არჩევნების დღეს მობილიზებული იქნება ე.წ. შავი სამყარო, რათა მათი დახმარებით მოსახლეობამ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს. ამ ადამიანებს ამომრჩეველზე ზემოქმედება უკვე დაწყებული აქვთ“, - აღნიშნა მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია