დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ერდოღანის ინაუგურაციას, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 80-მდე ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი წარმომადგენელი დაესწრება
ავტორი:
2014/აგვისტო/28 11:00:02
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 80-მდე ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი წარმომადგენელი დაესწრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება.
თურქეთის რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის ჩანქაის სასახლეში შედგება.
ინაუგურაციის შემდეგ კი, სტუმრებისთვის საზეიმო მიღება და ოფიციალური ვახშამი გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია