დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის საკრებულოს კომისიებში რეორგანიზაცია განხორციელდება
ავტორი:
2017/ნოემბერი/11 17:00:02
../photo/2015_02/0-1IVLIS-2015/8876-sakrebulo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462402-thbilisis-sakrebulos-komisiebshi-reorganizacia-gankhorcieldeba.html", "headline": "თბილისის საკრებულოს კომისიებში რეორგანიზაცია განხორციელდება", "datePublished": "2017-11-11 13:00:59", "dateModified": "2017-11-11 13:00:59", "description": "თბილისის საკრებულოს კომისიებში რეორგანიზაცია განხორციელდება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1IVLIS-2015/8876-sakrebulo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს კომისიებში რეორგანიზაცია განხორციელდება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”ქართული ოცნების” პრესსამსახურიდან აცნობეს.
”მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვით, კომისიების მიმართულებით, საკრებულოში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება. ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება. ამ ეტაპისთვის, არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ: სარევიზიო კომისია - რიმა ბერაძე; იურიდიული საკითხთა კომისია - ლევან ჟორჟოლიანი; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - გიორგი ბირბიჩაძე; განათლებისა და კულტურის კომისია - თამარ ტალიაშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც შემდგომში დაიკავებს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას; გარემოს დაცვის კომისია - ერეკლე კუხიანიძე; ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ზარქუა; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ოთარ გრიგოლია; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თინათინ ნიბლოშვილი; მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია - ანა ლაშხი”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია