დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ეწვევა
ავტორი:
2018/მაისი/25 08:30:02
../photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494961-saqarthvelos-didi-britanethis-saparlamento-megobrobis-jgufis-delegacia-etsveva.html", "headline": "საქართველოს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ეწვევა", "datePublished": "2018-05-25 04:41:17", "dateModified": "2018-05-25 04:41:17", "description": "დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, 25-31 მაისს საქართველოში ორმხრივ საპარლამენტო ვიზიტს გამართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დიდი ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა უმასპინძლებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, საპარლამენტო უმცირესობასა და ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
30 მაისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს პარლამენტის წევრებს და მიიღებენ ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც მოიცავს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებას, დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. კომუნიკე ადასტურებს ერთობლივი ძალისხმევის გამოხატვას საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის მიმართულებით.

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია