დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურზე - არასერიოზული კაცის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია
ავტორი:
2017/ნოემბერი/11 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/qucnashvili_de045.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462386-zaqaria-qucnashvili-thamaz-metciaurze-araseriozuli-kacis-araseriozul-ganckhadebebze-komentaris-gaketheba-zedmetia.html", "headline": "ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურზე - არასერიოზული კაცის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებ...", "datePublished": "2017-11-11 09:45:49", "dateModified": "2017-11-11 09:45:49", "description": "არასერიოზული კაცის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია, - ამის შესახებ „ინტერპრეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/qucnashvili_de045.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არასერიოზული კაცის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თიანეთის ახლად არჩეული მერის თამაზ მეჭიაურის ბრალდებებს „შესაძლო საბოტაჟსა და გამგეობის შენობაში კაბინეტების მიტაცებაზე“.

ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, მეჭიაური საკუთარი თავის აქტუალიზაციას მეასეხარისხოვანი თემებით ცდილობს.

„თამაზ მეჭიაური ჯერ უფლებამოსილების შესრულებას არ შედგომია და მხოლოდ და მხოლოდ სხვებს აბრალებს რაღაცეებს. ამიტომ, არასერიოზული კაცის არასერიოზულ განცხადებებზე მე მგონი კომენტარი ზედმეტია. ის საკუთარი თავის აქტუალიზაციას მეასეხარისხოვანი თემებით ცდილობს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

თიანეთის ახლად არჩეული მერი თამაზ მეჭიაური „შესაძლო საბოტაჟსა და გამგეობის შენობაში კაბინეტების მიტაცებაზე“ საუბრობს. მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის ყოფილმა გამგებელმა მისი სამსახურეობრივი მოვალეობის ბოლო დღეებში, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით, საკადრო ცვლილებები განახორციელა და გამგებლის მოადგილე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად დანიშნა.

თამაზ მეჭიაური მერად მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. ის არასამთავრობო სექტორს მიმართავს, თიანეთის გამგეობაში მოსალოდნელ კრიზისს თვალყური ადევნონ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია