დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამაზ მეჭიაური - ზაქარია ქუცნაშვილისგან პირდაპირი დავალებაა, თიანეთში საბოტაჟის მოწყობა და პროცესების პარალიზება
ავტორი:
2017/ნოემბერი/11 13:30:01
../photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/mechiauri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462380-thamaz-metciauri-zaqaria-qucnashvilisgan-pirdapiri-davalebaa-thianethshi-sabotazhis-motsyoba-da-procesebis-paralizeba.html", "headline": "თამაზ მეჭიაური - ზაქარია ქუცნაშვილისგან პირდაპირი დავალებაა, თიანეთში საბოტაჟის მოწყობა და პროცესები...", "datePublished": "2017-11-11 09:37:29", "dateModified": "2017-11-11 09:37:29", "description": "თიანეთის ახლად არჩეული მერი თამაზ მეჭიაური „შესაძლო საბოტაჟსა და გამგეობის შენობაში კაბინეტების მიტა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/mechiauri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თიანეთის ახლად არჩეული მერი თამაზ მეჭიაური „შესაძლო საბოტაჟსა და გამგეობის შენობაში კაბინეტების მიტაცებაზე“ საუბრობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, თიანეთის ყოფილმა გამგებელმა მისი სამსახურეობრივი მოვალეობის ბოლო დღეებში, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით, საკადრო ცვლილებები განახორციელა და გამგებლის მოადგილე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად დანიშნა.
თამაზ მეჭიაური მერად მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. ის არასამთავრობო სექტორს მიმართავს, თიანეთის გამგეობაში მოსალოდნელ კრიზისს თვალყური ადევნონ.

„თიანეთის გამგეობაში საკადრო გადაადგილებები განხორციელდა. ყოფილი გამგებელი ნიშნავს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებს, სპეციალისტებს. კულტურის ა(ა)იპ-ში დირექტორად გადაიყვანეს გამგებლის მოადგილე. კულტურის სფეროს თანამშრომლებმა დამირეკეს, აღშფოთებული არიან ამ საკადრო ცვლილებით. კაბინეტების მიტაცება ხდება. გამგებლის პირველი მოადგილის კაბინეტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ განუთავსებიათ. თუ ამ კაბინეტის დაბრუნება გადაწყდება, ამას დაარქმევენ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას. ავანტიურისტი ქუცნაშვილი ყველაფერზე მიდის, რომ კრიმინალური გზით დატაცებული ქონება შეინარჩუნოს.

ახალდანიშნული კადრების გათავისუფლება მარტივი არ იქნება, მთელი იურიდიული პროცედურებია და ხელაღებით ვერავის გაათავისუფლებ. ზაქარია ქუცნაშვილისგან დავალებული აქვთ, პარალიზება გაუკეთონ პროცესებს და სიტუაცია უმართავი გახადონ. პირდაპირი დავალებაა, საბოტაჟის მოწყობა. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ პროცესებში, საკადრო გადაადგილება უნდა იყოს გამჭვირვალე, ქუცნაშვილივით ჩემთვის თიანეთი ფულის შოვნის საშუალება არ არის“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.










წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია