დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ვიცით, რომ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად არის სისხლი დასაღვრელი და ვღვრით ამ სისხლს
ავტორი:
2017/ნოემბერი/08 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvelashvili_ff487.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461911-giorgi-margvelashvili-vicith-rom-thavisuflebis-dacvisthvis-realurad-aris-siskhli-dasaghvreli-da-vghvrith-am-siskhls.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - ვიცით, რომ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად არის სისხლი დასაღვრელი და ვღვრით ...", "datePublished": "2017-11-08 14:38:53", "dateModified": "2017-11-08 14:38:53", "description": "ვიცით, რომ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად არის სისხლი დასაღვრელი და ვღვრით ამ სისხლს, - ამის შესახ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvelashvili_ff487.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვიცით, რომ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად არის სისხლი დასაღვრელი და ვღვრით ამ სისხლს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის პატივსაცემად პოლონეთის პრეზიდენტის სახელით ოფიციალურ ლანჩზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა პოლონელ პარტნიორებთან ურთიერთობა, „რადგან პოლონეთში ჩვენ ვისმენთ გეგმებს და ხედვებს და არ ვისმენთ მიზეზებს, თუ რატომ არ გაკეთდა რაღაც“.

„ჩვენ ვხედავთ ერს და მის ლიდერს, რომელიც იყურება მომავალში. ჩვენ ვხედავთ ერს და ლიდერს, რომელიც ხედავს არა მარტო თავისი ქვეყნის არამედ რეგიონის მომავალს. ეს თანამედროვე რეალობაში ერთადერთი ადეკვატური ხედვაა, იმიტომ, რომ გლობალურ სამყაროში ერთი ერის განვითარება წარმოუდგენელია თუ მეორეც არ განვითარდა. მე მინდა გითხრათ, რომ ის, თუ რანაირად ხედავთ თქვენ ევროპის მომავალს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ქართველებისთვის. ის სრულიად პასუხობს ჩემი ერის იმ ისტორიულ მისწრაფებას, იყოს ევროპული ოჯახის წევრი და სრულიად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ევროპის წინაშე დგას. თქვენ საუბრობდით ქართველების და პოლონელების მსგავსების შესახებ და თქვენ გაიხსენეთ ლეხ კაჩინსკი. ალბათ ყველაზე დიდი შეჯამება სწორედ იმ ტრაგიკულ დღეებში იყო, როდესაც საქართველოს თავს დაესხა მეზობელი ბირთვული სახელმწიფო და საქართველოს გვერდით დადგნენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ იმ მომენტებს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ის დღეები შეეძლოთ გაეტარებინათ თავიანთ სამშობლოში და არა დაბომბილ თბილისში, რომელთაც ადამიანური ვალდებულების გარდა არანაირი სხვა ვალდებულება არ უბიძგებდათ ამ თამამი ნაბიჯებისკენ. ასე რომ ჩვენ დაგვაკავშირა არა მხოლოდ ჩვენმა სტრატეგიულმა მიზნებმა, არამედ იმ ტკივილმა, რომელიც ჩვენმა თაობამ განიცადა სულ რამდენიმე წლის წინაც, და იმ მეგობრობამ, რომელიც დავინახეთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველები და პოლონელები ჰგვანან ერთმანეთს, ვინაიდან ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება. „ჩვენ იმიტომაც ვგავართ ერთმანეთს, რომ ამ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად ვიცით, რომ არის სისხლი დასაღვრელი და ორივე ვღვრით ამ სისხლს და მე ბედნიერი ვარ, რომ მთელი ამ ემოციის ხორცშესხმა, პოლიტიკაში ქცევა, ამ ემოციის პოლიტიკაში გადათარგმნა ჩემი და თქვენი მეგობრობის ფონზე ხორციელდება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია