დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე მოლდოვას ეწვევა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 11:30:03
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე მოლდოვას პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტის, პრემიერ-მინისტრ იურიე ლეანკეს, ვიცე-პრემიერ საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრ ნატალია გერმანს და პარლამენტის თავმჯდომარე იგორ კორმანს შეხვდება.
დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრი, კიშინიოვში სიტყვით გამოვა "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მე-5 ფორუმზე".
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეები ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ევროინტეგრაციის პროცესებსა და ამ მიმართულებით გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარებას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია