დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვლადიმერ პუტინი ბარაქ ობამას "დნესტრისპირეთის პრობლემის სამართლიან დარეგულირებაზე" ესაუბრა
ავტორი:
2014/მარტი/29 11:00:02
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან სატელეფონო საუბრისას ყურადღება გაამახვილა "დნესტრისპირეთის პრობლემის სამართლიან დარეგულირებაზე". ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"რუსეთის პრეზიდენტმა ბარაქ ობამასთან საუბარში ყურადღება ასევე გაამახვილა დნესტრისპირეთის ფაქტობრივ გარე ბლოკადაზე, რაც რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების პირობების არსებით გაუარესებას იწვევს, ხელს უშლის მათ გადაადგილებასა და ნორმალურ სავაჭრო და ეკონომიკურ საქმიანობას. პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის პრობლემის სამართლიანი და ყოვლისმომცველი დარეგულირების მომხრეა და დაინტერესებულია არსებული მოლაპარაკებების ფორმატის "5+2"-ის ეფექტიანად მუშაობაში", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბარაქ ობამას გუშინ დაურეკა, რათა განეხილა ამერიკული მხარის წინადადება უკრაინაში შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების თაობაზე.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გრძელდება ექსტრემისტების თარეში.
როგორც კრემლის განცხადებაშია ნათქვამი, ამ კონტექსტში რუსეთის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზა, განიხილონ საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯები უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანებში ასეთი ერთობლივი მუშაობის კონკრეტულ პარამეტრებს რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვრებიდან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია