დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
“ნაცმოძრაობა” გოგა ონიანისთვის პატიმრობის შეფარდების გამო, პროტესტის ნიშნად საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება
ავტორი:
2017/ნოემბერი/07 11:30:02
../photo/2015_02/0-1IVNIS-2015/nadiradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461630-nacmodzraoba-goga-onianisthvis-patimrobis-shefardebis-gamo-protestis-nishnad-sakrebulos-dghevandel-skhdomas-ar-daestsreba.html", "headline": "“ნაცმოძრაობა” გოგა ონიანისთვის პატიმრობის შეფარდების გამო, პროტესტის ნიშნად საკრებულოს დღევანდელ სხდ...", "datePublished": "2017-11-07 07:39:11", "dateModified": "2017-11-07 07:39:11", "description": "“ნაციონალური მოძრაობა” გოგა ონიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, პროტესტის ნიშნად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1IVNIS-2015/nadiradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ნაციონალური მოძრაობა” გოგა ონიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, პროტესტის ნიშნად, საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.

ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნადირაძის თქმით, მას შემდეგ, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, პარტია არ აპირებს დღევანდელი დღე ჩვეულებრივი დღის წესრიგით გააგრძელოს.

“დღეს იმართება საკრებულოს ამ შემადგენლობის ბოლო სხდომა, სადაც უნდა შეგვეჯამებინა მერიის და საკრებულოს მუშაობის ბოლო სამი წელიწადი, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხარჩილავამ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვეულებრივი დღის წესრიგით გავაგრძელოთ დღევანდელი დღე, ამიტომ პროტესტის ნიშნად “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება”, - განაცხადა ნადირაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია