დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არ ეხმარება ყველაზე გაჭირვებულ ფენას, არ იზრდება პენსია და სოციალური დახმარება
ავტორი:
2017/ნოემბერი/03 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/baqradze-dato.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461140-davith-baqradze-mthavrobam-shemoitana-biujeti-romelic-ar-ekhmareba-yvelaze-gatcirvebul-fenas-ar-izrdeba-pensia-da-socialuri-dakhmareba.html", "headline": "დავით ბაქრაძე - მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არ ეხმარება ყველაზე გაჭირვებულ ფენას, არ იზრდებ...", "datePublished": "2017-11-03 08:29:05", "dateModified": "2017-11-03 08:29:05", "description": "მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არ ეხმარება ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ფენას, არ იზრდება ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/baqradze-dato.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არ ეხმარება ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ფენას, არ იზრდება პენსია და სოციალური დახმარება, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პენსიის გაზრდა არის მთავრობის ნება და ამისთვის ბიუჯეტში საკმარისი რესურსია.

მისივე თქმით, ”ევროპული საქართველო” ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.

„ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არ ეხმარება სოფლის მოსახლეობას, რადგან არ არის გათვალისწინებული ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაცია, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული გადასახადების კლება. გარდა ამისა, ბიუჯეტი დაბალანსებულია 2-მილიარდიანი შიდა და გარე ვალით, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში აიღებს საქართველო და რა თქმა უნდა, ყველაფერი აქედან გამომდინარე ამ ბიუჯეტს ვერ ექნება „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა. პენსიის გაზრდა ეს არის მთავრობის პოლიტიკური არჩევანი, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ბიუჯეტში არის საკმარისი რესურსი, რომ კახეთის სამხარეო პროკურორმა წლის განმავლობაში 23- ჯერ აიღოს პრემია და ამის ფონზე არ არსებობს თანხა იმისთვის, რომ გაიზარდოს პენსია. მთავრობას არ აწუხებს პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ფენა და ეს არის პრობლემა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია