დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ნუ გაქვთ ილუზია, რომ ვინმეს პარლამენტში მოსვლის ეშინია
ავტორი:
2017/ნოემბერი/01 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460867-anri-okhanashvili-opozicias-nu-gaqvth-iluzia-rom-vinmes-parlamentshi-mosvlis-eshinia.html", "headline": "ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ნუ გაქვთ ილუზია, რომ ვინმეს პარლამენტში მოსვლის ეშინია", "datePublished": "2017-11-01 11:28:19", "dateModified": "2017-11-01 11:28:19", "description": "ნუ გაქვთ ილუზია, რომ ვინმეს პარლამენტში მოსვლის ეშინია ან სურვილი არ აქვს, - ასე უპასუხა საპარლამენტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნუ გაქვთ ილუზია, რომ ვინმეს პარლამენტში მოსვლის ეშინია ან სურვილი არ აქვს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. ოხანაშვილმა ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობს.

”ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვოთ პასუხები, რაც ლოგიკურია, თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის დემაგოგიას. ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვები რომ არ მქონდეს, მართლაც ვიტყოდი, რომ აქვთ კითხვები. ჩვენ მათგან განსხვავებით, მზად ვართ შევხვდეთ მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემმა კოლეგებმა უკვე განაცხადეს, რომ შს მინისტრი, რა თქმა უნდა, მოვა პარლამენტში. ნუ გაქვთ ილუზია, რომ ვინმეს პარლამენტში მოსვლის ეშინია ან სურვილი არ აქვს. განვსაზღვრავთ ფორმატს და დავსვამთ იმ შეკითხვებს, რომელიც უნდა დაისვას”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლებისგან განსხვავებით არ აქვს ისეთი საქმეები, რომელზეც არის ევროპული სასამართლოს ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებები.

”ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, არ ვმოქმედებთ ემოციებით პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის. ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, არ გვაქვს ისეთი საქმეები, რომელზეც არის ევროპული სასამართლოს ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვენდობით გამოძიებას, ველოდებით გამოძიებას, თუმცა ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ წარიმართება იგი. ამ ეტაპზე გამოძიება ძალიან მყისიერად მიმდინარეობს, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოკითხულია ხალხი და მე მჯერა, რომ ძალიან სწრაფად, თუმცა გონივრულ ვადებში ყველა საკითხზე იქნება პასუხი გაცემული”, - აღნიშნა ოხანაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია