დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო იანოშ ჰერმანს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა
ავტორი:
2018/ივლისი/11 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/baxtadze_4ede1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502892-mamuka-bakhtadze-minda-madloba-gadavukhado-ianosh-hermans-im-mkhardatceristhvis-rac-man-saqarthvelosthvis-gaaketha.html", "headline": "მამუკა ბახტაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო იანოშ ჰერმანს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან საქართველოსთვის...", "datePublished": "2018-07-11 10:42:53", "dateModified": "2018-07-11 10:42:53", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან გამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/baxtadze_4ede1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც ბახტაძე აცხადებს, მან იანოშ ჰერმანს საქართველოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

“დღეს მქონდა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობების დღის წესრიგი. ხაზი გავუსვით ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე. აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს განვითარების გზაზე. მინდა საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო იანოშ ჰერმანს ყველა იმ წარმატებისთვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის, რაც მან, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, გააკეთა საქართველოსთვის“, - წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია