დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი და სოფიო ქაცარავა საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/31 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/chugoshviliqacaravamenie.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460594-thamar-chugoshvili-da-sofio-qacarava-saqarthveloshi-safrangethis-elchs-shekhvdnen.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი და სოფიო ქაცარავა საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ", "datePublished": "2017-10-31 09:58:20", "dateModified": "2017-10-31 09:58:20", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/chugoshviliqacaravamenie.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საფრანგეთის ელჩთან, პასკალ მენიესთან შეხვედრა გამართეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე, მისი გაღრმავების პერსპექტივებზე და ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრაზე განხილული იყო ასევე, საფრანგეთის ასამბლეისა და სენატის წევრების მომავალი ვიზიტის საორგანიზაციო დეტალები.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, მეგობრული და პარტნიორული.

„ჩვენი ერთობლივი სურვილია საფრანგეთის ასამბლეის და სენატის წევრების მოწვევა საქართველოში. ამ დელეგაციის ვიზიტის საორგანიზაციო შეხვედრა იყო, დღეს, საფრანგეთის ელჩთან და შევთანხმდით ვიზიტის დეტალებზე“, -განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

„საუბარი ძირითადად შეეხებოდა პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობას საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. ვისაუბრეთ ღონისძიებებზე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 655
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია