დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაქარია ქუცნაშვილი - მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია
ავტორი:
2017/ოქტომბერი/29 21:30:02
../photo/2015_02/0-01MARTI-2016/qucnashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460321-zaqaria-qucnashvili-me-batoni-bidzina-davicavi-rodesac-vthqvi-rom-thamaz-metciaurs-partiashi-zaqariam-gautsia-rekomendacia.html", "headline": "ზაქარია ქუცნაშვილი - მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში ზაქარიამ ...", "datePublished": "2017-10-29 17:34:09", "dateModified": "2017-10-29 17:34:09", "description": "მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01MARTI-2016/qucnashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში შანტაჟის გზით მოხვდა, - ამის შესახებ ”იმედის დროსთან” საუბრისას თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

”ბევრმა მითხრა, გულწრფელი საუბრით სამზარეულოს თემები ხომ არ გამოიტანე გარეთო. პირიქით, მგონია, რომ ის ტყუილი, რასაც მეჭიაური ტირაჟირებდა, რომ პარტიასა და პარლამენტში ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა, მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ მას პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში მოხვდა შანტაჟის გზით”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, მეჭიაურმა თიანეთში მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლანძღვა-გინებაში ატარა, რამაც ”ქართული ოცნება” დააზარალა.

”დილით იღვიძებდა და Facebook-ზე დებდა არა კრიტიკის, არამედ ლანძღვა-გინების პოსტებს. ჩემები პარტიაში, პარლამენტში მთხოვდნენ: ზაქრო მოითმინე, ზაქრო გაუტარე, აპატიე. ვამბობდი, რომ ეს ამომრჩევლის დაბნევაზე იმოქმედებდა. როცა მთაში გაგინებენ და შენ პასუხს ვერ სცემ ვერც კაცურად, ვერც სატელევიზიო ინტერვიუს სახით, ეს მოქმედებს. ყველა მთხოვდა: მოითმინე, ეს არასერიოზული კაცია, ლოთის იმიჯი აქვს, გაუტარე, აჩვენე მაღალი კულტურა. ვაჩვენე მაღალი კულტურა. ეს რომ მოხდა, მერე დამთავრდა არჩევნები, დამთავრდა სასამართლო და ჟურნალისტები მეკითხებით: რატომ არ სცემ პასუხს, კაცი გლანძრავს, ვიღაც ხომ დაიჯერებს? მართლაც, შარშან თიანეთში 5 000 ხმა მივიღე და ახლა ჩვენმა კანდიდატმა 3 100 ხმა მიიღო. როგორც ჩანს, ამ ტყუილებმა და შეურაცხოფებმა ვიღაცეებზე იმუშავა”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია