დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბურჯანაძის პარტიას აუდიტმა დეკლარაციაში დარღვევები აღმოუჩინა
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 18:02:02
პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის მიერ გუშინ ტელეიმედის ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს. "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა 1 სექტემბრის მდგომარეობით „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია, სადაც წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 1 ოფისის იჯარა, მაშინ, როდესაც მათ ვებ-გვერდზე განთავსებული იყო დეტალური ინფორმაცია 9 ოფისის შესახებ. ამაზე დამატებით ჩვენ მათგან ცალკე წერილითაც მოვითხოვეთ ინფორმაცია, რომელზეც ასევე ვერ მივიღეთ სრული პასუხი. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მიერ თითქმის ყველა რაიონში იხსნებოდა და იხსნება ოფისები და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციებს ვიღებთ საინფორმაციო საშუალებების დახმარებით. მაგალითისთვის: ბათუმის რაიონული ოფისი და საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა 10 ივლისს, გორის ოფისი - 31 ივლისს, გარდაბნის ოფისი - 4 აგვისტოს და ა.შ. ამ ოფისების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურში წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ დაიწყო შემოვლა, რა დროსაც აღმოჩენილ და დასურათებულ იქნა დაახლოებით 90-მდე ოფისი, ხოლო პარტიის მიერ 13 სექტემბრის მდგომარეობით დეკლარირებული იქნა მხოლოდ 19 ოფისი. ხსენებულის შედეგად, მონიტორინგის სამსახურის მიერ 13 სექტემბრიდან დაიწყო გამოკითხვების ჩატარება და მხოლოდ და მხოლოდ სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ პარტიიის მიერ დეკლარირებული ოფისების რაოდენობა გაიზარდა 72-მდე როგორც არაფულადი შემოწირულობა და წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ღირებულებები. ხოლო დამატებით ჩვენს მიერ აღმოჩენილ ოფისებზე მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს პარტიის მიერ დამალული ოფისების საბაზრო ღირებულება, პარტიის მიერ გაღებული ხარჯის დადგენის მიზნით. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, მაგალითისთვის წარმოგიდგენთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეკლარაციის ფორმებს. სწორედ აღნიშნულის გამო არ მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის მიერ ნახსენები თეთრიწყაროს შემთხვევაზე რეაგირება, რომელის შესახებ მესაკუთრეს ოფიციალურად ჩამორთმეულ იქნა ახსნა-განმარტება, ხოლო გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ოფისი ასახულია წარმოდგენილ დეკლარაციაში. აქვე დავძენთ, რომ არცერთი პიროვნება და კანდიდატი არ დგას და არ უნდა თვლიდეს თავს კანონზე მაღლა! ასევე მცდარია ინფორმაცია თითქოს მონიტორინგის სამსახური მხოლოდ ერთი პარტიის წინააღმდეგ ახორციელებს შესწავლას. ჩვენს მიერ ხდება ყველა საკითხის შესწავლა და ყველა ფაქტზე მოხდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება. ამ ეტაპზე უკვე დაჯარიმებულია 5 პოლიტიკური პარტია. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ მონიტორინგის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალეობა, რათა არ მოხდეს უკანონო თანხების გამოყენება პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები, რათა არ გავხდეთ იძულებული გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები, რადგანაც ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალე და თანაბარ პირობებში წარმართვა"- აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია