დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მთავრობა - ვგმობთ, კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას და მხარს ვუჭერთ ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/29 10:00:03
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kancelaria2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460267-saqarthvelos-mthavroba-vgmobth-kataloniis-mier-damoukideblobis-gamockhadebas-da-mkhars-vutcerth-espanethis-mthavrobis-mier-gankhorcielebul-mcdelobebs-aghadginos-kanoniereba.html", "headline": "საქართველოს მთავრობა - ვგმობთ, კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას და მხარს ვუჭერთ ესპანეთი...", "datePublished": "2017-10-29 06:07:02", "dateModified": "2017-10-29 06:07:02", "description": "საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kancelaria2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
„ინტერპრესნიუსი“ მთავრობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად. საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით. საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს ესპანეთის სამეფოსთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორთან, მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთკავშირებზეა დაფუძნებული“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია