დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივანოვი: იმ შემთხვევაში თუ ასადი თაღლითობს, რუსეთი სირიის მიმართ პოზიციას შეცვლის
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 17:40:08
"რია ნოვოსტი"  -  რუსეთი თეორიულად შეცვლის საკუთარ პოზიციას სირიის პრობლემის მიმართ, თუ მიხვდება, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი თაღლითობს, განაცხადა შაბათს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა. "ვამბობ, თეორიულად, მაგრამ თუ დავრწმუნდით, რომ ასადი თაღლითობს, ჩვენ შეგვიძლია პოზიცია შევცვალოთ", განაცხადა ივანოვმა  ლონდონის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის "გლობალური სტრატეგიული მიმოხილვა" მე-10 პლენარული სხდომის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, სტოკჰოლმში. მან, ასევე, მოუწოდა დაფიქრდენენ კიდევ ერთ თეორიულად შესაძლო სცენარზე - თუ აღმოჩნდა, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა როგორც ოფიციალურმა დამასკომ, ასევე ოპოზიციამ: "წარმომიდგენია, რას მოიმოქმედებს მსოფლიო თანამეგობრობა". კითხვაზე, ამ სიტუაციაში როგორ იმოქმედებს რუსეთი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა:"მხოლოდ დიპლომატიურად, სხვა რა შეგვიძლია  გავაკეთოდ?"
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია