დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნიამ კანტის აკადემიის სტუდენტების წინაშე პარლამენტარიზმის თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/27 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/gabunia_b463d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460059-zaza-gabuniam-kantis-akademiis-studentebis-tsinashe-parlamentarizmis-themaze-sajaro-leqcia-tsaikithkha.html", "headline": "ზაზა გაბუნიამ კანტის აკადემიის სტუდენტების წინაშე პარლამენტარიზმის თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხა", "datePublished": "2017-10-27 07:22:55", "dateModified": "2017-10-27 07:22:55", "description": "საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია პარლამენტში კანტის აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და მათთან ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/gabunia_b463d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია პარლამენტში კანტის აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და მათთან საჯარო ლექცია გამართა თემაზე - „პარლამენტარიზმი“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ზაზა გაბუნია ახალგაზრდებს ესაუბრა ზოგადად პარლამენტარიზმის ისტორიასა და ასევე დღევანდელობაზე, პარლამენტის როლზე ქვეყნის მართვის სისტემაში, მოქალაქეთა, მათ შორის, ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე, პარლამენტის - წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნასა და მისი საქმიანობის სპეციფიკაზე სხვადასხვა ქვეყანაში.

ზაზა გაბუნიამ მოკლედ მიმოიხილა, თუ როგორ იზრდებოდა და იხვეწებოდა საპარლამენტო კულტურა მსოფლიოში და საქართველოში.
„პარლამენტს განსაკუთრებული ადგილი აქვს სახელმწიფოს აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში. მის მრავალ მნიშვნელოვან როლთაგან ხაზგასასმელია ქვეყნაში ძალაუფლების დაბალანსების საკითხი და ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტარი ახალგაზრდებს ესაუბრა მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში.

„ზაზა გაბუნიამ ასევე ისაუბრა ახლახან დასრულებულ პროცესზე, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას და შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას უკავშირდება. მისი შეფასებით, ქვეყანამ მიიღო ისეთი კონსტიტუცია, რომელიც უნდა გახდეს გარანტი იმისა, რომ ხელისუფლების ბუნება ავტოკრატიული არასდროს გახდეს და უზრუნველყოფილი იყოს პლურალიზმი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ზაზა გაბუნიამ ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა“, -ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია